logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთის წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყონებლივ შეწყდება
- +

5 აგვისტო. 2016. 10:36


ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ გაწევრიანდება.


როგორც იუნკერმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-თან საუბარში აღნიშნა, ევროკომისია ელოდება, რომ თურქეთი წევრობისთვის აუცილებელ ყველა პირობებს შეასრულებს.


იუნკერის განცხადებით,  თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არის საჭირო.


 „იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა თურქეთია, ის ევროკავშირის წევრი ვერ იქნება. განსაკუთრებით თუ იმას გააკეთებს, რაზეც ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ - კერძოდ, აღადგენს სიკვდილით დასჯას. ამის შედეგი იქნება წევრობაზე მოლაპარაკებების დაუყონებლივ შეწყვეტა", - განაცხადა იუნკერმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner