logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა და კელი დეგნანმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს
- +

12 თებერვალი. 2022. 10:53

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა განიხილეს.

 

საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner