logo_geo
eng_logo
მედია: პუტინთან შეხვედრამდე, მაკრონმა რუსულ კოვიდტესტზე უარი თქვა
- +

12 თებერვალი. 2022. 11:17

 

 

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მოსკოვში, კოლეგასთან შეხვედრამდე, რუსული კოვიდტესტის ჩატარებაზე უარი თქვა“, - ამის შესახებ EuroNews წერს.

 

„მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინის საკითხზე დისკუსიისას, გრძელ მაგიდასთან ისხდნენ, რამაც გამოიწვია მოსაზრება, რომ ეს პუტინის ცივი დამოკიდებულების მანიშნებელია ფრანგი კოლეგის მიმართ. მსოფლიოს სხვა ლიდერების ვიზიტების შემთხვევაში, ის უფრო ახლოს ჯდებოდა სტუმრებთან. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ორი პრეზიდენტის დისტანციით ჯდომას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე ეზრუნათ, რადგან მაკრონმა რუსული კოვიდტესტის ჩატარებაზე უარი თქვა“, - წერს EuroNews.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner