„მიუხედავად სააკაშვილის და მისი სექტის არაერთი მცდელობისა, დღეს პოლიტიკურად მშვიდი გარემოა, რის შეცვლასაც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს ეს ძალა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიების დღის წესრიგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იქნება“ - ამით მხოლოდ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ვინაიდან პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღ საზღვრებში მოექცევა და საქართველოს კიდევ ერთი სახადი - ნაციონალური მოძრაობა ჩამოშორდება - წერს იურისტი ზაზა მარიდაშვილი Facebook-ზე.
იურისტის აზრით, ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან პოლარიზაციის დასრულებისკენ მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა ან კვლავაც ნაციონალების დღის წესრიგით მოქმედება
„მრავალი ფაქტით დადასტურდა, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის მაღალი ხარისხი ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი საარსებო წყაროა;
საკმარისია პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქცენტი აიღონ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში ჯანსაღ თანამშრომლობაზე (რაც, თავისთვად, გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობას და ოპონირებას) მით უფრო ნიადაგი გამოეცლება ნაციონალურ მოძრაობას და გაიზრდება მათი პოლიტიკური ველიდან ჩამოშორების შესაძლებლობები;
ეს ყველაფერი თავად ნაციონალებმაც კარგად უწყიან და სწორედ ამიტომაა, რომ გარკვეული პერიოდულობით ცდილობენ შექმნან დესტრუქციული დღის წესრიგი და გაზარდონ პოლარიზაციის ხარისხი; საბედნიეროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ ძირითად პოლიტიკურ სპექტრში ვერც სააკაშვილის გაბელადება მოახერხეს, ვერც ქოლგის იდეით მოხიბლეს და როგორც ჩანს, არც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი გახდა მათი მშველელი.
ასე, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: ან პოლარიზაციის დასრულებისკენ მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა ან კვლავაც ნაციონალების დღის წესრიგით მოქმედება, რაც დღეს არსებული ოპოზიციის პოლიტიკური დასასრულის სწრაფი დასაწყისის გახდება.
პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი წინაპირობაა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ მხარეთა შორის ჯანსაღი დიალოგი; ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ,,ქართული ოცნების“ ინიციატივა მოხდეს პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის საფუძვლიანი შეფასება და ამის შემდეგ დაიწყოს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვა;
ეს იდეა თავისთავად გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის პროცესებიდან ჩამოშორებას, ვინაიდან ინიციატივის არსი პოზიტიურია და არ ითვალისწინებს დესტრუქციულ განძრახვებს; ასეთი გარემო კი ნაციონალური მოძრაობასთან სრულიად შეუთავსებელია;
მიუხედავად სააკაშვილის და მისი სექტის არაერთი მცდელობისა, დღეს პოლიტიკურად მშვიდი გარემოა, რის შეცვლასაც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს ეს ძალა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიების დღის წესრიგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იქნება - ამით მხოლოდ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ვინაიდან პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღ საზღვრებში მოექცევა და საქართველოს კიდევ ერთი სახადი - ნაციონალური მოძრაობა ჩამოშორდება“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.