„რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო“, - ამის შესახებ The Times Of Israel წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“.
არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.
უკრაინაში მყოფ თანამოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.