logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე თაკო ჩარკვიანზე: ასეთების ყოფნას პარლამენტში, მირჩევნია, იქ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ჭკუადამჯდარი მილიონერი ვიხილო
- +

12 თებერვალი. 2022. 13:39

 

 

„თურმე, ელჩები პირადად მას ეახლებიან კაბინეტში ქედმოხრილი. აი, რატომ ვარ წინააღმდეგი პროპორციული არჩევნების, რომ ასეთები არ შეძვრნენ პარლამენტში სხვების მხრებზე შემომსხდარი და პარლამენტს და პოლიტიკას სახე არ დაუკარგონ და არ დააბინძურონ“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, რომ „აღარც დედა გეყოლებათ და აღარც მამა ამ კაცს ციხეში რამე რომ მოუვიდეს“.

 

„თურმე, ელჩები პირადად მას ეახლებიან კაბინეტში ქედმოხრილი. აი რატომ ვარ წინააღმდეგი პროპორციული არჩევნების, რომ ასეთები არ შეძვრნენ პარლამენტში სხვების მხრებზე შემომსხდარი და პარლამენტს და პოლიტიკას სახე არ დაუკარგონ და არ დააბინძურონ. ასეთების ყოფნას პარლამენტში, მირჩევნია, იქ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ჭკუადამჯდარი მილიონერი ვიხილო. ჩვენ კიდევ 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით, პარლამენტში კიდევ უფრო მეტ ჭუჭყს შევიტანთ“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner