logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილს: თქვენი წარსულის გათვალისწინებით მოთხოვნების წამოყენების მორალური უფლება არ გაქვთ
- +

12 თებერვალი. 2022. 13:54

 

 

„სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს, ამის გარანტიას მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა, ციხეში ყოფნა კი სააკაშვილის გეგმებში არ შედის, ის ეძებს გზას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულებას გაექცეს, სწორედ ამიტომ აღფრთოვანებით შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის ინიციატივას (აქვე აღვნიშნავ, რომ ინიციატივას ნაწილობრივ ვეთანხმები)“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის ინიციატივასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, სააკაშვილის მოთხოვნები ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია.

 

„ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სააკაშვილი ზურაბიშვილს მახინჯ თოჯინას უწოდებდა. ახლა კი მლიქვნელობის მასტერკლასს გვიჩვენებს და ზურაბიშვილზე აღმატებით ხარისხში გვესაუბრება.

 

დღეს სააკაშვილმა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა, მოთხოვნები რომელიც რეალობას აცდენილია. განსაკუთრებით საინტერესო პირველია, „წარსული წყენის დავიწყება და უკან მოტოვება“. ბატონო მიხეილ, წარსული წყენის დავიწყება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ წარსულში ჩადენილი დანაშაულის დავიწყება შეუძლებელია. ჩვენ ვართ სახელმწიფო, კანონი უზენაესია, ის ყველასთვის ერთია. თქვენ ხართ დამნაშავე, რომელიც პასუხის კანონის წინაშე აგებს. თქვენი წარსულის გათვალისწინებით მოთხოვნების წამოყენების მორალური უფლება არ გაქვთ!

 

სააკაშვილი წერილში წერს, რომ მისი მმართველობის პერიოდს მოსახლეობის 70% დადებითად იხსენებს. გაგახსენოთ? 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები წააგეთ, გამარჯვებას არათუ 70%, არამედ 50% სჭირდება, მაგრამ არ გყავს მხარდამჭერები, რადგან შენი მმართველობა საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის ნეგატივთან ასოცირდება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner