„ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა“, - ამის შესახებ Anadolu წერს.
ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის. დაკარგული პირის ძიება შენობის მოსალოდნელი ნგრევის გამო შეჩერდა.
საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.