logo_geo
eng_logo
იაპონიაში, საკონდიტრო საწარმოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
- +

12 თებერვალი. 2022. 14:55

 

 

„ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა“, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის. დაკარგული პირის ძიება შენობის მოსალოდნელი ნგრევის გამო შეჩერდა.

 

საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner