ავტორი ალა გრიგალაშვილი
მუსიკალური ანსამბლი „ალეგრო" ქართველ მელომანებთან შესახვედრად ემზადება. ახალშექმნილი ჯგუფის წევრები პირველი ალბომზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობენ.
ანსამბლი „ალეგრო" 4 თვის წინ ჩამოყალიბდა. მისი წევრები მუსიკალურმა წარსულმა, პროფესიონალიზმმა და ქართულ მუსიკაში ახალი, განსხვავებული მუსიკალური სტილის დამკვიდრების სურვილმა გააერთიანა. „ალეგრო" იტალიურად მხიარულს ნიშნავს, მუსიკალური დეფინიციით კი - რიტმის აჩქარებას. როგორც ჯგუფის წევრი საოპერო მომღერალი და ყოფილი ჯაზმენი პაატა სვანიძე ამბობს, ანსამბლი შეეცდება, ალეგროს მნიშვნელობა მუსიკალურ რეპერტუარზე აისახებოდეს.
ახალი მუსიკალური ანსამბლის პირველი ალბომი დღის სინათლეს აგვისტოში იხილავს. მასში სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სინთეზური ხასიათის 8-მდე მუსიკალური ნაწარმოები იქნება წარმოდგენილი. „ალეგრო" საკუთარი შემოქმედების ქვეყნის ფარგლებს გატანასაც აპირებს.