„შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია - იმედს ვიტოვებთ, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა ზომების მიღებაც საჭირო იქნება, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე დამატებით ზომებს მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.