logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება
- +

12 თებერვალი. 2022. 17:52

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება.

 

„ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველ რიგში იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner