„დეპოლარიზაციას ორი რამ სჭირდება. ერთი ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე - ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ერთისთვის და მეორესთვის. ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასუსტდეს და მეორე შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი“,- აღნიშნავს კობახიძე.