logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: 4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება
- +

12 თებერვალი. 2022. 17:56

 

 

„4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს.

 

„ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში.

 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით.

 

და ბოლოს, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა უკავშირდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. მის მიერ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას, ესეც წარმოადგენს დამოუკიდებელ სრულ საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის.

 

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორი იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება, წინასწარი პროგნოზების გაკეთება არ ივარგებს. ჩვენ გვექნება, მათ შორის უმრავლესობის შიგნით მსჯელობა ამ საკითხებზე, თუმცა არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება არ იქნება არც სიურპრიზი, არც მოულოდნელი და მითუმეტეს, არ იქნება რამენაირად გასაკრიტიკებელი, ვინაიდან ეს არის აბსოლუტურად საფუძვლიანი და არგუმენტირებული გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტაზე ამ ოთხივე შემთხვევაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner