„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში და მქონდეს პატივი, დავიცვა თქვენი ინტერესები და ინიციატივები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული ტრადიციები.
„ეს არის კონკურენტუნარიანი და სამართლიან პირობებში, ძალიან მშვიდ გარემოში, მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, - განაცადა შატაკიშვილი.