„რუსთავი და გარდაბანი იმსახურებს და იმსახურებდა ყოველთვის ღირსეულ კანდიდატს. ბევრი ადამიანის შესახებ გვქონდა ძალიან დადებითი რეკომენდაციები, ძალიან ბევრი ადამიანი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ მართლა საუკეთესო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შატაკიშვილი მმართველ გუნდთან, ერთად იზრუნებს რუსთავსა და გარდაბანში მცხოვრებ ადამიანებზე.
„ირაკლი შატაკიშვილმა უკვე დაამტკიცა გუნდში, რომ შეუძლია აიღოს პასუსიხმგებლობა კონკრეტულ თემებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმოქმედოს სწორად და გადაწყვიტოს ბევრი საკითხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.