„ნინო ლაცაბიძის მხრიდან, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსთავში არსებული პრობლემები მოგვარდეს და ამისთვის მუშაობა გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რუსთავში მოიგო ჩვენმა კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც მერობის პირველივე დღიან აქტიურად დაიწყო მუშაობა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც ამ ქალაქს აქვს. აქ არის ეკოლოგიური საკითხები, ინფრასტრუქტურა, ამისათვის მილიონობით ლარით გაიზარდა რუსთავის ბიუჯეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნა.