logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

12 თებერვალი. 2022. 19:22

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს.

სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს მოსკოვისგან მოითხოვს დეესკალაციას და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუკი მოსკოვი დაადგება აგრესიის გზას და უკრაინაში შეიჭრება, შედეგად მიიღებს მტკიცე, მასშტაბურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner