logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალე იქნება
- +

12 თებერვალი. 2022. 22:03

 

 

მომდევნო დღეებში უმაღლლესი საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ იქნება საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში, რადგან პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორშაბათს ჩვენ მოვუსმენთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ 2 კანდიდატს მოვუსმენთ. 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყოფა ორ ნაწილად. ჩვენ ორივე კანდიდატს მოვუსმენთ ორშაბათს. ჩვენი მთავარი საზომი რა თქმა უნდა იქნება პროფესიონალიზმი, კვალიფიცაკია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პოსტზე კანდიდატის არჩევისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, გასაუბრება იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებას საშუალება ექნება ამ პროცესს თვალყური მიადევნოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner