logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არ მოგვწონს, როდესაც ჩვენი საზოგადოება ხშირად ისმენს ოპოზიციონერი კოლეგებიდან უსაგნო რეპლიკებს - ჩვენ ორიენტირებული ვართ საქმიან მსჯელობაზე
- +

12 თებერვალი. 2022. 22:04

 

 

ჩვენ ორიენტირებული ვართ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე, კონკრეტული თანამდებობის პირების არჩევაზე, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება უწევთ, ასეთი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მრავალპარტიულ კონსენსუს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი საზრუნავი არის საზოგადოების ინტერესები და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეპუტაცია. ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც საზოგადოება ხშირად ისმენს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან უსაგნო, უშინაარსო რეპლიკებს. ამიტომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ამის ნაცვლად იყოს საქმიანი მსჯელობა, განხილვა და ამაზე დაყრდნობით იყოს სწორედ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner