ჩვენ ორიენტირებული ვართ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე, კონკრეტული თანამდებობის პირების არჩევაზე, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება უწევთ, ასეთი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მრავალპარტიულ კონსენსუს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი საზრუნავი არის საზოგადოების ინტერესები და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეპუტაცია. ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც საზოგადოება ხშირად ისმენს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან უსაგნო, უშინაარსო რეპლიკებს. ამიტომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ამის ნაცვლად იყოს საქმიანი მსჯელობა, განხილვა და ამაზე დაყრდნობით იყოს სწორედ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.