logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: როდესაც გიორგი კალანდარიშვილს გავესაუბრეთ, ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ მოუტანია რაიმე ფაქტი, რაზე დაყრდნობითაც ვინმე იტყოდა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კვალიფიციურობის სტანდარტს
- +

12 თებერვალი. 2022. 23:22

 

 

ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებთან მიმართებაში არჩევა მოხდეს მრავალპარტიული კონსენსუსით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი და ის მხარდაჭერას იმსახურებს.

„გიორგი კალანდარიშვილს როდესაც გავესაუბრეთ, ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ მოუტანია რაიმე ობიექტურად გაზომვადი მტკიცებულება ან ფაქტი, რაზე დაყრდნობითაც ვინმე იტყოდა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კვალიფიციურობის ან კეთილსინდისიერების სტანდარტს. ასეთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა მაღალი კვალიფიკაციით კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ იმ მოვალეობას, რასაც ცესკოს თავმჯდომარეობა ჰქვია. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იყო, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული. როდესაც არ არსებობს ობიექტური კონტრარგუმენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი და ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებულია თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრობის კანდიდატებად: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner