logo_geo
eng_logo
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
- +

13 თებერვალი. 2022. 00:14

 

 

მთავრობის სტრატკომი სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება:

 

 

„ტელეკომპანია "ტვ პირველი" აგრძელებს

დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ

გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან.  ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.“- წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner