მთავრობის სტრატკომი სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება:
„ტელეკომპანია "ტვ პირველი" აგრძელებს
დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ
გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.“- წერია განცხადებაში.