რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლობებთან შეხვედრებს განაგრძობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქობულეთისა და სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრები მოინახულა.
„იუსტიციის მინისტრი ცენტრების სამუშაო პროცესს ადგილზე დააკვირდა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს გაეცნო.
რატი ბრეგაძემ სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯმენტს მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა.
იუსტიციის მინისტრი ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა.
იუსტიციის მინისტრი სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების მონახულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.