logo_geo
eng_logo
მინდია ჯანელიძე: ტრისტან წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა
- +

5 აგვისტო. 2016. 11:07


ვაცხადებ,  სრული  პასუხისმგებლობით, რომ ტრისტან  წიეთელაშვილი  არცერთ  საიდუმლო ბაზაზე  არ  ყოფილა",-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯაელიძემ თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო  გაცემასთან დაკავშირებით „რუსთავი 2" -ს განუცხადა.


ჯანელიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია და პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს.


ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს გავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი," -განაცხადა ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner