logo_geo
eng_logo
Reuters: მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს
- +

13 თებერვალი. 2022. 02:51

 

 

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

როგორც Reuters-ი ელისეს სასახლეში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს.

მანამდე სატელეფონო საუბარი გამართეს ბაიდენმა და პუტინმაც. როგორც თავად თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის დაძაბულობის დიპლომატიური გზით დარეგულებისთვის, ისე „სხვა სცენარებისთვის“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner