logo_geo
eng_logo
ჯასტინ ტრუდო: ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება
- +

13 თებერვალი. 2022. 11:40

 

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გარდა ამისა, კანადამ საელჩოს კიევიდან ლვოვში დროებითი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ტრუდომ ზელენსკისთან საუბრისას „უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ, ასევე რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და დესტაბილიზაციის აქტივობების შესახებ“ შეშფოთება გამოხატა.

 

მისი განცხადებით, "ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება, მათ შორის კოორდინირებული სანქციები".

 

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კანადის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც მოიცავს სამხედრო წვრთნებს და შესაძლებლობების განვითარებას ოპერაცია UNIFIER-ის მეშვეობით და ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ასევე არის ევროპის და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უსაფრთხოება, რომელიც ცდილობს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - აღნიშნულია ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

იმავდროულად, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქვეყანა საელჩოს კიევიდან ლვოვში გადაიტანს „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც გამოწვეულია უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზებით“.

 

„ჩვენ განვაახლებთ მუშაობას კიევში საელჩოში, როგორც კი უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება მოგვცემს საშუალებას, უზრუნველვყოთ სერვისების ადეკვატური მიწოდება და გარანტირებული იყოს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება“, - დასძინა ჯოლიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner