logo_geo
eng_logo
იმერეთის პოლიციამ ძარცვის ფაქტი გახსნა - მხილებულია არასრულწლოვანი
- +

13 თებერვალი. 2022. 11:57

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 2004 წელს დაბადებული ი.ო.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner