logo_geo
eng_logo
პოლიციამ გურიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

13 თებერვალი. 2022. 12:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner