logo_geo
eng_logo
რადას დეპუტატის განცხადებით, უკრაინაში ავიამიმოსვლა 14 თებერვლიდან, შესაძლოა, შეწყდეს
- +

13 თებერვალი. 2022. 17:25

 

უკრაინაში ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, ორშაბათს, 14 თებერვლიდან შეჩერდება. მოძრაობის შეჩერების თარიღი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან ალექსეი გონჩარენკომ დაასახელა.

 

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების მოძრაობა შეჩერდება კიევის დროით 16:00 საათიდან (მოსკოვის დროით 17:00 საათიდან). მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გაგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა შეწყდება.

 

„იჯარით მყოფი თვითმფრინავების მფლობელები უკვე უკრძალავენ თავიანთ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ დროისთვის ამ მომენტისთვის, „KLM“-მა გააუქმა მისი ფრენები, „Sky Up“ ფუნშალი-კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს „Air France-სგან“ , - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მან მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის გაკეთება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რთული იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner