logo_geo
eng_logo
ეუთოს მისიის ამერიკელი თანამშრომლები დონეცკს ტოვებენ
- +

13 თებერვალი. 2022. 18:40

 

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ამერიკელმა თანამშრომლებმა ორგანიზებულად დაიწყეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის დატოვება“, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

 

ეუთოს წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთის შეჭრისა და შესაძლო საჰაერო თავდასხმის საშიშროების გამო უკრაინის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.

 

დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთის ახალი თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner