logo_geo
eng_logo
ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია
- +

5 აგვისტო. 2016. 11:33



 რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ნოდარ ჯავახიშვილი   სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით  ბორჯომში იმყოფებოდა.


4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქ ბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა  ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.


სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურუის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები.   წაღვერის, ბაკურიანის  და ბორჯომის მუნიციპალიტეტების  სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია.  სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner