logo_geo
eng_logo
ესპანეთის მთავრობამ ბრიტანელ ტურისტს 11 წლის წინ, ბარში დაკარგული კბილის პროთეზი დაუბრუნა
- +

13 თებერვალი. 2022. 20:00

 

63 წლის ბრიტანელ ტურისტს 11 წლის წინ, ესპანეთში დაკარგული კბილის პროთეზი დაუბრუნეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 2011 წელს პოლ ბიშოპი კურორტ ბენიდორმზე, ბარში სვამდა. ბიშოპი იხსენებს, რომ ძალიან ბევრი დალია და გული აერია, რა დროსაც პროთეზი მოსძვრა. „როდესაც შემდეგ ბარში შევედით, ჩემმა მეგობარმა მკითხა სად არის ჩემი კბილები“, - ამბობს ბიშოპი. მეგობრები პროთეზს უშედეგოდა ეძებდნენ.

 

მოგვიანებით, პოლის პროთეზი ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს, რომლის თანამშრომლებმაც ის ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს. პროთეზის მფლობელის ვინაობის დასადგენად, სპეციალისტებმა დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს და შემდეგ ბიშოპის მისამართი არქივების მეშვეობით გაარკვიეს.

 

ბრიტანელის თქმით, ის გაოგნებული იყო, როცა სახლში, ქალაქ სალიბრიჯის ფოსტაში მიიღო ამანათი ესპანეთიდან, რომელშიც მისი დაკარგული პროთეზი იდო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner