logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: კეზერაშვილის სახელი ამოტივტივდება ყველა იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმესთან
- +

13 თებერვალი. 2022. 20:44

 

„კეზერაშვილის სახელი ამოტივტივდება ხან იქ, ხან აქ, ყველგან, სადაც იარაღით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

 

„საუბარია იმ დიდ საქმეში ჩართულობაზე, რასაც იარაღით საერთაშორისო ვაჭრობა ჰქვია. ცნობილი ვლადიმერ ბუტის თემა მაგალითად. არსებობდა ასეთი სქემა - ხდებოდა იარაღის შეკვეთა საერთაშორისო სამართლით მიღებული ქვეყნისთვის და ხვდებოდა საბოლოოდ კოლუმბიელ პარტიზანებთან. საქართველოს სახელით იდებოდა ხელშეკრულება, მესამე პირის ჩართულობით რომელიც იყო რეგისტრირებული ოფშორში სხვა ფასად ყიდულობდნენ. იყო შემთხვევებიც როცა მივიღეთ იარაღი მაგრამ უხარისხო და ეს განსაკუთრებით ვიწვნიეთ 2008 წელს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner