„სააკაშვილი გაურბის მთავარ კითხვას: სად დახარჯა 9 მლნ ლარი, რომელიც ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა იყო?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „იმედის კვირას“ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასევე იტყუება მაგალითად, როდესაც საკუთარი შვილის განათლებაზე საუბრობს, რადგან კერძო სკოლაში სწავლისთვის საჭირო თანხა სააკაშვილმა ასევე გადასახადების გადამხდელებისგან დააფინანსა.
„ის გაურბის მთავარ კითხვას: სად დახარჯა 9 მლნ ლარი, რომელიც ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა იყო? რა აუცილებლობა იყო, რომ 300 ათას ლარზე მეტი დაეხარჯა ესპანელი მზარეულისა და ირანელი სტილისტის მომსახურებაში? რა აუცილებელი იყო, რომ 114 ათასი ლარი (თან უშედეგოდ) მოხმარებოდა უგულავას წონის დაკლების პროცესს?! იტყუებიან, მაგალითად, როდესაც საკუთარი შვილის განათლებაზე საუბრობენ და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აქ, თბილისში, კერძო სკოლაში თანხას გადასახადების გადამხდელების თანხიდან უხდის მშობელი შვილს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.