„საერთოდ არ გამიკვირდება სააკაშვილის ექიმებმა, მისმა ტელევიზიებმა და მასთან ასოცირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიგონონ, რომ ის ვეღარ არის ჯანზე და მკურნალობა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება“, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაზა ქოიავამ, „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გამოვრიცხავ იმას, რომ მათ გააკეთონ ყველაფერი, მოიგონონ ყველაფერი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური პრობლემები იმისათვის, რომ როგორმე ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ზაზა ქოიავამ.