განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა
-
+
13 თებერვალი. 2022. 22:44
დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიდიდე 5.8 იყო.