logo_geo
eng_logo
საბა ქუმარიტაშვილი: ნოდარის სახელი მეხმარება ალბათ ყველაფერში და ვგრძნობ, რომ სულ ჩემ გვერდით არის
- +

13 თებერვალი. 2022. 23:46

 

„იმედის კვირა“ ქართველ მოციგავე საბა ქუმარიტაშვილს შეხვდა, რომელიც პეკინიდან, ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. სპორტსმენმა გადამღებ ჯგუფთან ამ სპორტის სახეობით გატაცებისა და საკუთარი მიზნების შესახებ ისაუბრა, ასევე გაიხსენა თავისი ბიძაშვილი ნოდარ ქუმარიტაშვილი, რომელიც 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაიღუპა.

 

„ნოდარის სახელი მეხმარება ალბათ ყველაფერში და ვგრძნობ, რომ სულ ჩემ გვერდით არის. როდესაც ვიძახი ჩემს გვარს, ყველა ნოდარის მიხსენებს. სპორტსმენებისგანაც და მწვრთნელებისგანაგ დიდი ყურადღება წამოვიდა. მამხნევებდა ყველა“, - ამბობს ქუმარიტაშვილი.

 

საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე 6 თებერვალს იასპარეზა და 31-ე ადგილი დაიკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner