logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია ქოლ-ცენტრების საქმეზე: ასეთი ტიპის დანაშაული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოების გამოძიების პრიორიტეტული მიმართულება
- +

14 თებერვალი. 2022. 00:10

 

ვახტანგ მაისაიას თქმით, საქართველოდან იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაში უშუალოდ მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულები. ამ თემაზე უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„2008 წელს კრიზისების მართვის ჯგუფის დაკვეთით გავაკეთე საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელიც ეხებოდა კლანების არსებობას მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. გამოიკვეთა ორი ძირითადი კლანი. ბუნებრივია, იყო ე.წ. ძალოვნების კლანი - ადეიშვილი, მერაბიშვილი, უშუალოდ სააკაშვილი. ბუნებრივია, ამ შემადგენლობაში მოიაზრებოდა ასევე კეზერაშვილიც. შესაბამისად, ასეთი ტიპის საკითხები, როგორც ჩანს ამ კლანის ფარგლებში ხორციელდებოდა“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

ის ასევე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს გამოეხმაურა, რომელთაც კეზერაშვილის პარტნიორის, დავით თოდუას სახელი უკავშირდება. მისი თქმით, ასეთ კიბერდანაშაულზე შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს, მათ შორის საქართველოს მხრიდან, როდესაც საქმეში ქვეყნის მოქალაქეების გვარები ფიგურირებს.

 

„ასეთი ტიპის დანაშაულების მოკვლევა ძალიან რთული საქმეა და ამ გამოძიებას კომპეტენტური ორგანოები უნდა აწარმოებდნენ. პრესაში ასეთი ტიპის ინფორმაციის გამოჩენის შემთხვევაში ეს უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოების გამოძიების პრიორიტეტული მიმართულება, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული, საკმაოდ კარგად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ხორციელდება კიბერსივრცეში და, ბუნებრივია, მას გააჩნია გარკვეული ფიზიკური გამოვლენა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner