logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: დავით კეზერაშვილს საქართველოში პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში დაბრუნება მითვისებული თანხების ლეგალიზებისთვის სჭირდება
- +

14 თებერვალი. 2022. 00:11

 

დავით კეზერაშვილს საქართველოში პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში დაბრუნება მითვისებული თანხების ლეგალიზებისთვის სჭირდება, -ამის შესახებ პოლიტოლოგმა, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„დავით კეზერაშვილს სერიოზული პრობლემები შეექმნა საზღვარგარეთ იმიტომ, რომ მასზე არის სამი სასამართლო ქეისი. და კიდევ კაცმა არ იცის რამდენი იქნება. მისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკური ლიდერის ამპლუის მორგება. მას ეს დაეხმარება, რომ მოახდინოს იმ თანხების ლეგალიზაცია, რომელიც მან არალეგალურად მიითვისა სხვადასხვა სქემებით“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner