„ისინი შეადგენდნენ ძალოვნების კლანს. ერთად იყვნენ გაერთიანებული. საერთო მათ უფრო მეტი ჰქონდათ“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ტანდემზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ხშირად ჩადიოდა ბელორუსიაში. „მაგალითად, მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ბელორუსიის მაშინდელ КГБ-ს მაშინდელ უფროსთან, მასლოვთან და რუხ კარდინალ ვიქტორ შეიმანთან“, - დასძინა მაისაიამ.
მისი აზრით, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთად მოქმედებდნენ.
„ისინი შეადგენდნენ ძალოვნების კლანს. ერთად იყვნენ გაერთიანებული. საერთო მათ უფრო მეტი ჰქონდათ და ფაქტობრივად, მათი კლანი კრემლის შესაბამისი ძალოვნების კლანის ე.წ. „კოპი ფეისტი“ იყო. ბუნებრივია, მათ შორის იქნებოდა პირდაპირი კავშირი“, - განაცხადა მაისაიამ.