ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ შესთავაზებს. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ამომრჩეველს თამაშის სხვა წესებს ვერ სთავაზობს.
„ურთიერთობას, პოლიტიკურ პროცესებს ზრდა და განვითარდება სჭირდება. შენს ამომრჩეველთან ურთიერთობას სჭირდება გარკვეული ტიპის კვება. რაღაც სხვა უნდა შესთავაზო. როდესაც სასამართლო პროცესზე ვუყურებდი პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, ეს აბსოლუტურად იდენტური იყო იმ კადრებისა, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის დროს მინისტრებს უყვიროდა. თამაშის სხვა წესები ამ ადამიანებმა არ იციან, ამ პოლიტიკურმა პარტიამ არ იცის, მათმა მხარდამჭერმა ტელევიზიებმაც არ იციან, იმიტომ რომ არ აქვთ რაიმე შესათავაზებელი [ამომრჩევლისთვის]“, - განმარტავს ქოიავა.