logo_geo
eng_logo
ზაზა ქოიავა: მე ვთვლი რომ ფსიქოლოგიური დანაშაულია, როდესაც ეთერებიდან ისმის მუდმივი სიძულვილი და ღვარძლი
- +

14 თებერვალი. 2022. 00:43

 

„ტვინში ერთი კონკრეტული უბანი რეაგირებს საშიშროებებსა და სახიფათო იმპულსებზე. ამ უბნის გააქტიურების პროცესში ადმიანი დეპრესიის ჰორმონს გამოყოფს. მე ვთვლი რომ ფსიქოლოგიური დანაშაულია, როდესაც ეთერებიდან ისმის მუდმივი სიძულვილი, ღვარძლი და „ხალხო, დავიღუპეთ. აღარაფერი გვეშველება“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ, „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მე ასე არ ვთვლი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ არ ვარგა და პარლამენტში მარტო რომ დარჩეს რაღაცებს სათავისოდ გააკეთებს. თუ ეს ასეა, ან თუ ეს მოსალოდნელია, მაშინ რას აკეთებ ტოვებ და აძლევს საშუალებას რომ ეს გააკეთოს? თუ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, რუსეთს ხომ დესტაბილიზაცია უნდა, რუსეთს ხომ არეულობა უნდა, რუსეთს ხომ საქართველოს დიქტატურისკენ წაყვანა უნდა, რუსეთს ხომ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტური არგანვითარება უნდა და შენ ამის საშუალებას აძლევ 60 დეპუტატი რომ არ შეგყავს?“ - განაცხადა ზაზა ქოიავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner