საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ჩემი ძალიან თბილი მილოცვა ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს დღეს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით! მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის საქართველოში 2019 წელს, სადაც ჩვენ დავსახეთ გზები საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.