logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს: უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი შეასუსტეთ
- +

14 თებერვალი. 2022. 02:50

 

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას სასწრაფოდ შეუდგეს.

 

„პრეზიდენტ პუტინს მივმართავ. უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი შეასუსტეთ. ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა საფრთხის სერიოზულობას.

 

„აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის, ომის საფრთხის წინაშე ვართ. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მე მხოლოდ შემიძლია გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი, რომ არ ღირს დემოკრატიის ძალის სათანადოდ არდაფასება“, - განაცხადა მან.

 

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია სხვაგვარად იყოს აღქმული.

 

„ეს საფრთხეა უკრაინისთვის. უკრაინის მოსახლეობას უფლება აქვს, შიშისა და საფრთხის გარეშე იცხოვროს. უკრაინის მოსახლეობას თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს. მათ, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, მტკიცე პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner