logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი დღეს უკრაინას ეწვევა
- +

14 თებერვალი. 2022. 10:36

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამუშაო ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდება.

 

გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

 

„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, იქნება მკაცრი სანქციები, რომელიც გულმოდგინედ მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ ნატოსა და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, - განაცხადა შოლცმა.

 

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს, ოლაფ შოლცი რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner