logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „ნაციონალები“ ძალაუფლების დაკარგვის მერეც განაგრძობენ სახელმწიფოს რყევისა და მისი ჩამოშლის მცდელობას
- +

14 თებერვალი. 2022. 11:01

 

 

„ნაციონალები“ ძალაუფლების დაკარგვის მერეც განაგრძობენ სახელმწიფოს რყევისა და მისი ჩამოშლის მცდელობას. საკუთარი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ისევ ძალადობასა და ტყუილზე აფუძნებენ“, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, საზოგადოებამ ხელისუფლებისგან კიდევ ერთხელ მკაფიოდ და პრინციპულად უნდა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება.

 

„კრიმინალთა ამ ჯგუფმა მოირგო ოპოზიციის მანტია და ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი იქცა იმ პირთა თავშესაფრად, ვისაც ან უკვე აქვს კანონთან პრობლემა და მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და გამოძიება, ან იციან, რომ სამომავლოდ სამართალი მათაც მიაკითხავს.

 

უკანონოდ მიტაცებული თანხებით დაიმონეს და დაიმორჩილეს წამყვანი მედიასაშუალებები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან საზოგადოების დეზინფორმირებას და შიშის დათესვას.

 

საზოგადოება აღმოჩნდა დაუცველი, როგორც ცრუ ინფორმაციების მიწოდებისგან, ასევე მათი დიდი ნაწილი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან.

 

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, დადგა დრო, საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა უამრავ პრობლემებზე, რომელსაც პოლიტიკაში ჩანერგილი კრიმინალები, პოლიტიკის სახელით ეწევიან.

 

საზოგადოებამ ხელისუფლებისგან, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და პრინციპულად უნდა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება, რათა ამ უკანასკნელთ ჩამოერთვათ მრავალი წლით პოლიტიკური საქმიანობის ბოროტად გამოყენების საშუალება“, - წერს კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner