logo_geo
eng_logo
The Wall Street Journal : აშშ თურქული მხარისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს
- +

5 აგვისტო. 2016. 11:51


„აშშ თურქეთისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს", - ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფეთჰულა გიულენის სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის შესახებ ანკარამ საკმარისი მტკიცებულება ვერ წარადგინა.


გამოცემის თანახმად, ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.


ცნობისთვის, სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.


თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner