logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: გელა აბულაძე მაშინ ხდება წალენჯიხის რაიონის ცენტრში უზარმაზარი მიწების მფლობელი, როცა გახარიას მაღალი თანამდებობა უკავია
- +

14 თებერვალი. 2022. 11:43

 

 

„ახლად გამომცხვარ მეცოცხე ხარჩილავას მიტაცებული მიწები აღმოუჩინეს და იმ დროს წაასწრეს ფაქტზე, მიტაცებულ მიწებს ღალატის ფორმულა გახარიას დახმარებით მიტაცებული საკრებულოთი რომ იმტკიცებდა. დარწმუნებული ვარ, მალე მას სამართლებრივი პასუხი გაეცემა, მაგრამ ახლა გახარიას თანამოძმის, გელა აბულაძის გამდიდრების ფორმულით დავინტერესდი. ფაქტია, რომ აბულაძე მაშინ ხდება რაიონის ცენტრში უზარმაზარი მიწების მფლობელი, როცა გახარიას მაღალი თანამდებობა უკავია, ხოლო შემდეგ ღალატის ფორმულას უფასდება აბულაძის მხრიდან „რაღაც“ და ეს კაციც საკრებულოში მიდის“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

ქადაგიძის თქმით, წალენჯიხის მოსახლეობამ ოპოზიციას იმიტომ გაამარჯვებინა, რომ სურდათ სიახლე, ცვლილება და მეტი სარგებელი, მაგრამ მიიღეს სტაგნაცია, ჩინოვნიკების მიერ ქონების დატაცება და ქაოსი.

 

„ეს ახალი სავაჭრო ცენტრი წალენჯიხის ცენტრში, მუნიციპალიტეტის ისტორიული შენობის გვერდით შენდება და როგორც ხედავთ, მალე დასრულდება კიდეც. ახლა ალბათ იკითხავთ, და რა, რომ შენდება, ცუდია? არა, ძალიან კარგია, რომ შენდება და ზოგადად შენებას და განვითარებას არაფერი სჯობს, მაგრამ სამწუხაროდ და ამავე დროს საბედნიეროდ, წალენჯიხა გახდა თითით საჩვენებელი მაგალითი, თუ რა უბედურება შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ნაცების და მათი ანასხლეტების დაბრუნებამ ხელისუფლებაში. წალენჯიხის მოსახლეობამ ოპოზიციას იმიტომ გაამარჯვებინა, რომ სურდათ სიახლე, ცვლილება და მეტი სარგებელი, მაგრამ მიიღეს სტაგნაცია, ჩინოვნიკების მიერ ქონების დატაცება და ქაოსი. ორიოდ დღის წინ ახლად გამომცხვარ მეცოცხე ხარჩილავას მიტაცებული მიწები აღმოუჩინეს და იმ დროს წაასწრეს ფაქტზე, მიტაცებულ მიწებს ღალატის ფორმულა გახარიას დახმარებით მიტაცებული საკრებულოთი რომ იმტკიცებდა. დარწმუნებული ვარ, მალე მას სამართლებრივი პასუხი გაეცემა, მაგრამ ახლა გახარიას თანამოძმის, გელა აბულაძის გამდიდრების ფორმულით დავინტერესდი. ფაქტია, რომ აბულაძე მაშინ ხდება რაიონის ცენტრში უზარმაზარი მიწების მფლობელი, როცა გახარიას მაღალი თანამდებობა უკავია, ხოლო შემდეგ ღალატის ფორმულას უფასდება აბულაძის მხრიდან „რაღაც“ და ეს კაციც საკრებულოში მიდის... აი, ამ ყველაფრის მერე მინდა წალენჯიხელებს მივმართო, „ნაცები“ და მათზე დაქორწინებული გახარია მოსწრებაზე არიან, რა ქონება დაიტაცონ თქვენს რეგიონში და იმედი მაქვს, ამ „მაროდიორობისთვის“ პასუხს გასცემთ შემდეგ არჩევნებზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner